მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძლიერი ბრენდის შექმნისთვის თანამშრომლების მენტალური ჯანმრთელობა აუცილებელია - Talent Flow

6464db0d5eeeb
ნანუკა ნარიმანიძე
21.05.23 20:24
1053
Talent Flow-ს დამფუძნებლის ლიკა ნოზაძის თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ბაზარზე ტალანტების პოვნა განსაკუთრებით გართულდა. ამ საკითხზე მან გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა. კომპანიის ხელმძღვანელმა ქვეყანაში ტალანტების დეფიციტის მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ერთ-ერთი მათგანი ქვეყნიდან კადრების გადინებაა.

"ბოლო ორ წელიწადში განსაკუთრებით გართულდა ბაზარზე ტალანტების პოვნა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორისაა - გადინება ქვეყნიდან, რასაც ვერ გავექცევით და ის ფაქტი, რომ დღეს სამუშაო ძალას დიდწილად მილენიალები შეადგენენ, თუმცა უფრო აქტიურად შემოდის ზეტ-თაობა(GEN-Z), რომლისთვისაც 4 მთავარი მოტივატორია თვითრეალიზაცია, საინტერესო სამსახური, თავისუფლების განცდა და უსტრესო ცხოვრებაა. სწორედ ამიტომ არის კორპორატიული WELL-BEING-ი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კომპანიებში, რადგან GEN-Z საკუთარ WELL-BEING-ზე ზრუნავს“, - განმარტა მან.

გარდა ამისა, დამფუძნებელმა გადაცემაში მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძლიერი ბრენდის შექმნისთვის აუცილებელია თანამშრომლების მენტალური ჯანმრთელობა.

„თუ ადამიანები ორგანიზაციაში თავს კარგად, დაფასებულად და ბედნიერად ვერ გრძნობენ, შეუძლებელია მათი პროდუქტიულობა მაღალი იყოს. ადამიანს უნდა შეუქმნა ისეთი გარემო, იმ კორპორატიულ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ელემენტების გამოყენებით, რომელიც მის პროდუქტიულობას გაზრდის მაქსიმუმამდე, მის ძლიერ მხარეებს განვითარების შესაძლებლობას მისცემს და მის უნარებს გამოავლენს, ამ დროს ადამიანიც და ორგანიზაციაც იქნება ბედნიერი. ფუფუნებაა ისეთ ტოპ მენეჯმენტთან და დამფუძნებლებთან მუშაობა, ვისაც ესმის მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, საქართველოში ამ კუთხით ცნობიერება ასამაღლებელი გვაქვს“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ტოპ მენეჯერების, მენეჯერებისა და HR პროფესიონალების ეფექტურობის ასამაღლებლად შექმნილი ორგანიზაცია Talent Flow 4 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ის კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება ძლიერი ბრენდის შექმნისთვის, თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვითა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები