კომპანია "არემჯი" 2022 წლიდან მიჰყვება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთაგან კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. ქალთა გაძლიერების კუთხით, როგორც კომპანიაში ასევე მის ფარგლებს გარეთ "არემჯი" სხვადასხვა აქტივობებს და პროექტებს უჭერს მხარს. მათ შორის ქალების წახალისება სამთო-მოპოვებით სექტორში საჭირო პროფესიების არჩევისას, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება - რეგიონში მცირე მეწარმე ქალებთან და ისეთ სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებიც ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობენ. სიუჟეტი, რომელსაც ახლა იხილავთ, საინტერესო ქალების შესახებ მოგვითხრობს. ერთ-ერთი გმირი მაგალითად “არემჯიში” ისეთ პროფესიას უძღვება როგორიც მარკშეიდერია. ამასთან, გიყვებით პროექტებზე, რომლებიც "არემჯის" ფინანსური მხარდაჭერით ქალების გაძლიერებისკენ არის მიმართული.