რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის გვერდ „მოგზაურთა კლუბში“ ვიდეო გამოქვეყნდა. ვიდეოს ავტორი წერდა, რომ ქუთაისის აეროპორტში ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც მგზავრები რეგისტრაციას ვეღარ გადიოდნენ.
აეროპორტების გაერთიანებაში BM.GE-ს განუმარტეს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ქუთაისში არსებული ძლიერი ქარია, თუმცა მათივე ინფორმაციით, ამჟამად აეროპორტში გენერატორი ჩაირთო და მგზავრების რეგისტრაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.




























