მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძმების მარანი“ - როგორ იქმნება ბოლნისური ბრენდი

ქართული ღვინის რუკაზე ბოლო წლებში ქვემო ქართლმა, კერძოდ კი ბოლნისმა, განსაკუთრებული და მყარი ადგილი დაიმკვიდრა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საოჯახო მეღვინეობებს, რომლებმაც მრავალწლიანი ტრადიცია თანამედროვე ბიზნესად აქციეს. სწორედ ასეთია ბოლნისში მდებარე „ძმების მარანი“. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მევენახეობა-მეღვინეობას ჯერ კიდევ 1900 წლიდან ეწეოდა, კომერციულ ბიზნესად ის 2015 წელს, მამისა და ბიძის ინიციატივით ჩამოყალიბდა. 2016 წელს ჩამოსხმულმა პირველივე რქაწითელმა საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა, დღეს კი მარანი უკვე 12 სახეობის პრემიუმ კლასის ღვინოს, საოჯახო რეცეპტით აღდგენილ ლიქიორსა და ჭაჭას აწარმოებს. ლიმიტირებული წარმოება - წელიწადში 10 000 ბოთლამდე - და მაღალი ხარისხი ბრენდის მთავარი სავიზიტო ბარათია. „ძმების მარნის“ პროდუქცია უკვე 10 ქვეყანაში გადის ექსპორტზე, სულ მალე კი ამ ჩამონათვალს ამერიკის შეერთებული შტატებიც დაემატება. როგორ იმართება საოჯახო ბიზნესის მარკეტინგი და საექსპორტო მიმართულება?

სტუმარი: მარგალიტა ავქოფაშვილი - “ძმების მარანი”, გაყიდვების მენეჯერი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები