მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძველ შეცდომებს არათუ გავიმეორებთ, ჩვენ ხელში ბიზნესი აყვავდება - ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან

გიორგი ვაშაძე

“ძველ შეცდომებს არათუ გავიმეორებთ, ჩვენ ხელში ბიზნესი აყვავდება” - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წამყვანის შესაბამის კითხვას. "წერტილთან" ინტერვიუში პოლიტიკოსმა საარჩევნო ნომერი 5-ის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პრიორიტეტებზეც ისაუბრა.

€14 მლრდ EU-დან, საშუალო ხელფასი ₾3500, ₾1000-იანი პენსია - როგორია „ერთიანობა - ენმ”-ს საარჩევნო დაპირებები?

- ვინ ან რა არის იმის გარანტი, რომ თუ „ერთიანობა - ნაცმოძრაობა“ კოალიციურ ხელისუფლებაში დაბრუნდა, ბიზნესთან ურთიერთობაში, რბილად რომ ვთქვათ, ძველ შეცდომებს არ დაუშვებთ?

- ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული ის ევროპული რეფორმები, რომელიც მართლმსაჯულებას და პირველ რიგში, სასამართლო სისტემას და სამართალდამცავ ორგანოებს ეხება და რომლითაც უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი. უფრო მეტსაც გეტყვით, პირადად ჩემ მიერ და ჩვენი გუნდის მონაწილეობით სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო რეფორმებია განხორციელებული, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპად არის აღებული მთლიანად ჩვენ რეგიონში. მაგალითად, ხშირად ვსაუბრობთ მოსამართლეთა ვეტინგის ინსტიტუტზე (კეთილსინდისიერების შემოწმება - ვეტინგი), რაზედაც ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უკრაინის ანტიკორუფციული სისტემის რეფორმის შემთხვევაში, ვიმუშავეთ. შემდეგ მოლდოვამ წაიღო ეს მოდელი, ამიტომ მარტო კი არ ვსაუბრობთ, არამედ გაგვიკეთებია სხვა ქვეყნებში...

- თუ „ქართულ ოცნებას“ ვეუბნებით - 12 წელია ხართ ხელისუფლებაში და სასამართლო სისტემის რეფორმირების არაერთი ტალღისგან შხეფიც კი არ დარჩა, „ნაცმოძრაობაც“ 9 წელი იყო ხელისუფლებაში და ისიც ვერ შეელია სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებას ანუ არ გატარდა რეფორმები...

- „ნაცმოძრაობაში“ არის ახალი თაობა ადამიანების და თითოეულ მათგანს ძალიან ბევრი რეფორმა აქვს გაკეთებული. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ბიზნესს რამე არ მოსწონს პირადად მე სადაც ვიყავი იმ სფეროში, ხელებს ავწევ... ვგულისხმობ იუსტიციის სახლის რეფორმას - ბიზნესის კეთების სიმარტივეს... გავიზარდეთ, წინ წავედით.

- და ძველ შეცდომებს არ გაიმეორებთ?

- რა თქმა უნდა, {არა}... არათუ არ გავიმეორებთ, ისეთ პროგრესს გაჩვენებთ, ჩვენ ხელში ბიზნესი აყვავდება. პირდაპირ ვეუბნებით {ბიზნესს} - ოთხ წელიწადში თქვენი ბიზნესის კაპიტალი მინიმუმ სამჯერ გაიზრდება.

- როგორ? - იკითხავს ბიზნესი...

- პირველი - ეს არის ქვეყნის ევროინტეგრაცია და ევროკავშირიდან 14 მლრდ ევროს მოზიდვა, თუმცა უფრო მეტის მოზიდვასაც ვფიქრობთ. ასევე, ჩვენ გვინდა დავიწყოთ ახალი პროექტი - ქართულ ბიზნესს ვუთხრათ, რომ თუ ისინი დაპარტნიორდებიან საერთაშორისო კომპანიებთან და აქ წარმოებებს გააკეთებენ, სახელმწიფოსგან განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნებათ. ჩვენი მთავარი მიზანია, გავზარდოთ საწარმოო პოტენციალი საქართველოში. მეორე პრიორიტეტული მიმართულება იქნება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მესამე კი - ლოგისტიკური პოტენციალის ათვისება, რათა ნამდვილად „შუა დერეფანი“ გავხდეთ. ეს სამი კომპონენტი ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გამოიწვევს ქვეყანაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები