E-Motors Georgia-მ ელექტრომობილების მულტიბრენდული შოურუმი გახსნა. კომპანიის პირველი ობიექტი ბელიაშვილის 49 ნომერში მდებარეობს. ადგილზე მომხმარებელს ისეთი ბრენდის ელექტრომობილების შეძენა შეეძლებათ როგორიც ჯეტური, აემმოტორსი, დაიუნი, ფორსინგი და ჩერია. გახსნის ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო და მათ შორის რამდენიმე კომპანიის პირველი მომხმარებელიც გახდა. როგორ ჩაიარა E-Motors Georgia-ს შოურუმის გახსნამ და რას შესთავაზებს კომპანია მომხმარებელს?
სტუმარი: ირინა დარჩია - E-Motors Georgia-ს გენერალური დირექტორი