მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

E60 Shipping Line ახალი საავტომობილო ბორანი დაემატება

ბორანი

„დამამთავრებელ ფაზაში ვართ, მეორე გემის შეძენაზე“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ E60 Shipping Line-ის დირექტორმა, შალვა წაქაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გემი სრულად საავტომობილო ბორანი იქნება და არსებული ხაზების განვითარებაზე იმუშავებს.

„ჩვენ დამამთავრებელ ფაზაში ვართ მეორე გემის შეძენაზე. ის სრულად საავტომობილო ბორანი იქნება, რომელიც ისევ ამ ხაზის განვითარებაზე იმუშავებს.

რაც შეეხება ტვირთბრუნვის გაზრდას, პარალელურად ვმუშაობთ ყველა პოტენციურ დამკვეთთან, მათ შორის ქვეყნის გარეთაც. ფაქტობრივად, ძალიან კარგი კავშირები დავამყარეთ შუა აზიურ მხარესთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან. ევროპულ დიდ გადამზიდ კომპანიებთან თითქმის დამამთავრებელ სტადიაში ვართ. რომლებთანაც ძალიან მალე გავაფორმებთ ხელშეკრულებებს და ისარგებლებენ ამ ხაზით“,- აცხადებს წაქაძე.

კომპანიის დირექტორი გამოწვევებზე ნაკლებად საუბრობს, თუმცა ადამიანური რესურსის გაზრდის საჭიროებას აღნიშნავს, რომელიც ერთ-ერთი გამოწვევაა. ამასთან, ინტერვიუს მსვლელობისას ტარიფების საკითხსაც ახსენებს. მისი თქმით, მათი ტარიფები რეგიონზე მაქსიმალურადაა მორგებული, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ევროპასთან შედარებით მომხმარებელს სამჯერ უფრო ნაკლებ ტარიფებსაც სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები