მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

eBay-მ ფედერალურ სასამართლოში იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელი მოიგო - რა ვიცით

ebay

ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელი eBay-ის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა - ელექტრონული კომერციის კომპანიას ბრალად ედებოდა გარემოსდაცვითი კანონის დარღვევა და პლატფორმაზე ათასობით მავნებელი პროდუქტის, მათ შორის პესტიციდების გაყიდვა.

ბრუკლინის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ორელია მერჩანტის გადაწყვეტილებით, eBay ამ შემთხვევაში “კომუნიკაციების წესიერების ფედერალური აქტის” 230-ე სექციის ქვეშ ექცევა, რომელიც ონლაინ პლატფორმებს გამყიდველის პროდუქტებზე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს და სამოქალაქო სარჩელისგან იცავს.

მოსამართლის განცხადებით, eBay-ის ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც კომპანია პლატფორმის გამყიდველებს უწევს, არ შეიძლება სავარაუდო კანონდარღვევაში კონტრიბუციად ჩაითვალოს და არც კომპანია უნდა გასამართლდეს გამყიდველის ნაცვლად.

დაცვის მხარე ასევე ამტკიცებდა, რომ eBay არ შეიძლება არალეგალური პროდუქტების გამყიდველად ჩაითვალოს, რადგან კომპანიას აღნიშნულ ნივთებზე წვდომა საერთოდ არ აქვს. მოსამართლემ ასევე უარყო მომჩივანი მხარის არგუმენტი, რომ eBay აღნიშნულ პროდუქტებს თანხის სანაცვლოდ ყიდდა.

Reuters-თან კომენტარში eBay აცხადებს, რომ “უსაფრთხო და სანდო პლატფორმის” შენარჩუნება ფუნდამენტურია კომპანიის არსებობისთვის, რის გამოც აკრძალული ნივთების პლატფორმაზე მოხვედრას გააკონტროლებს და ამისთვის კიდევ უფრო მეტ რესურსს გაიღებს.

2023 წლის სექტემბრიდან დღემდე eBay-ს ბრალი ედებოდა 343 ათას ერთეულზე მეტი წუნდებული მოწყობილობის გაყიდვაში, რომელიც ავტომობილების მფლობელებს ემისიების კონტროლის თავიდან არიდებაში უწყობს ხელს. ამასთან, კომპანიის სავარაუდო დანაშაულებს შორის იყო 23 ათასი არარეგისტრირებული, აკრძალული ან შეზღუდული პესტიციდის პლატფორმაზე განთავსება და ისეთი პროდუქტების დაშვებაც, რომლებიც მავნე ნივთიერებებს, მათ შორის მეთილინ-ქლორიდს შეიცავს და საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები