მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD: არსებობს საფრთხე, რომ ბიზნესკლიმატმა გაუმჯობესება შეწყვიტოს

5d985a6e0db1c
ელენე კვანჭილაშვილი
05.10.19 17:00
970
"ბევრი ბიზნესისგან და სხვა წყაროებისგან მესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული არასტაბილურობაა და არსებობს საფრთხე, რომ ბიზნესკლიმატმა გაუმჯობესება შეწყვიტოს” - ასე პასუხობს EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი ელენე კვანჭილაშვილის მიერ დასმულ შეკითხვას საქართველოში დღეს არსებულ ბიზნესკლიმატთან დაკავშირებით.

„ანალიტიკა“-სთან ექსკლუზიური ინტერვიუ გადაცემის ავტორმა და წამყვანმა იურგენ რიგტერინკისთან წინა კვირას - ამ რანგში მისი პირველი ვიზიტის დროს ჩაწერა.

უფრო ღრმა ანალიზისგან იურგენ რიგტერინკი თავს იკავებს და თავის პოზიციას ასე ხსნის:

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ამ ეტაპზე რთულია ზუსტი შეფასების გაკეთება, რადგან საქართველოში პირველად ვარ იბიარდის პირველი ვიცე-პრეზიდენტის რანგში და ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი ჩემგან სიტუაციის შეფასება მაშინ, როცა ქვეყანაში მხოლოდ 24 საათია, რაც ჩამოვფრინდი“.

მიუხედავად ამისა, EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მთავრობას ურჩევს, პირველ რიგში იმაზე იმუშაოს, რომ ინვესტორებს გაუჩნდეთ მოლოდინი და რწმენა, რომ მდგრად საინვესტიციო გარემოში საქმიანობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები