მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD-ი თბილისის ავტობუსის დეპოს რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს

6385adcacd90d
BM.GE
29.11.22 11:03
904
თბილისის ავტობუსების დეპოს რეაბილიტაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 19 დეკემბერს სრულდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია აღნიშნული პროექტის განხორციელებას უკვე რამდენიმე წელია გეგმავს.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ავტობუსების N1 დეპოს რეაბილიტაციის, საერთაშორიო ტენდერზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის/გრანტის საშუალებით.

ტენდერი ხორციელდება ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების გათვალისწინებით და ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული კომპანიისთვის ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ ასეთზე აკრძალვა არ არის დაფიქსირებული შესყიდვების დოკუმენტაციაში.

შესყიდვის პროცედურა ხორციელდება ელექტრონული პორტალის „EBRD Client E-Procurement Portal (ECEPP)“ მეშვეობით. პოტენციურ მონაწილეებს შეუძლია შესყიდვის შესახებ ინფორმაციის მიღება შემდგომში მითითებული ელექტრონული მისამართზე „Access Opportunity“ ღილაკზე დაჭერით (ECEPP პორტალის შემთხვევაში). დოკუმენტაციაზე წვდომისთვის დარეგისტრირებულ მომხმარებელს მოუწევს სისტემაში შესვლა, ხოლო დაურეგისტრირებულ მომხმარებელს მოუწევს ინფორმაციაზე წვდომამდე რეგისტრაციის გავლა,"- ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ სატენდერო ცნობაში არაა მითითებული სავარაუდო ღირებულება, რაც ახალი დეპოს მშენებლობა შეიძლება დაჯდეს.

ცნობისთვის, თბილისში ამჟამად ფუნქციონირებს ავტობუსების სამი ბაზა: დიდ დიღომში, გლდანსა და სამგორში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები