მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმების რაოდენობა გასამმაგდა

64be6bc21df99
შოთა ტყეშელაშვილი
24.07.23 16:25
1948
2023 წლის 6 თვეში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა გასამმაგებულია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, სულ გამოწერილი საჯარიმო ქვითრების მოცულობა 2.1 მილიონი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით (0.7 მლნ ლარი), სამჯერ მეტია.

მოქმედი წესების მიხედვით, უბილეთო მგზავრობისთვის 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი პირი სანქციას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, მას 40 ლარის საურავი ეკისრება.

წლების მიხედვით, საჯარიმო შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაგალითად, 2021 წლის პირველ ნახევარში ის 107 ათასი, 2020-ში 189 ათასი ლარი, 2019-ში კი 284 ათასი ლარი იყო.

სტატისტიკური მონაცემებით, თბილისის ავტობუსები დღეში 271 ათას მგზავრს, მეტრო 245 ათას მგზავრს, მიკროავტობუსები კი 157 ათას მგზავრს ემსახურებიან.

მკვეთრად არის გაზრდილი მუნიციპალური სამსახურის შემოსავალი არასწორი პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმებიდანაც. 2023 წლის 6 თვეში ამ თანხამ 7.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით ოთხჯერ მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები