მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” $40 მილიონის დაფინანსებას გამოუყოფს

629764f591012
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.22 17:15
948
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დღეს “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის” (GHG) გამოსაყოფი დაფინანსების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. საუბარია $25 მილიონი დოლარის და $15 მილიონი დოლარის სასესხო დაფინანსებაზე. აქედან $15 მილიონი უშუალოდ EVEX-ის ჰოსპიტალების ქსელისთვის არის გათვალისწინებული, $25 მილიონი კი - თავად GHG-ისთვის.

მოზიდული კაპიტალით “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” არსებული ვალდებულებების ნაწილის რეფინანსირებას ახალი კაპიტალური პროექტების განხორციელებას გეგმავს.

$15 მილიონი დოლარი - EVEX-ის ჰოსპიტალებისთვის გამოსაყოფი დაფინანსება:

“პროექტი დააფინანსებს “ევექსის” კაპიტალურ ხარჯებს, რაც ითვალისწინებს 1) კონკრეტულ საავადმყოფოებში დამატებითი სერვისების დანერგვას; 2) რეგიონული ჰოსპიტლების გეგმიური აღდგენა 3) ენერგოეფექტიანობის ინვესტიციების განხორციელება. ეს პროექტი ასევე ითვალისწინებს “ევექსის” მიერ ეროვნულ ვალუტაში გამოშვებული ბონდების ნაწილობრივ რეფინანსირებას, რაც ასევე დაეხმარება კომპანიის ლიკვიდობის გაუმჯობესებაში", - ნათქვამია EBRD-ის ვებგვერდზე.

$25 მილიონი დოლარი - GHG-ისთვის გამოსაყოფი დაფინანსება:

"10 მილიონი დოლარით მოხდება COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ აღებული სესხის ნაწილის რეფინანსირება. აღნიშნული ფინანსური რესურსი თავის დროზე პანდემიურ პერიოდში კომპანიის კაპიტალის საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდა. 15 მილიონი დოლარი ამ პროექტის ფარგლებში ნაწილობრივ დააფინანსებს GHG-ის ფარმაცევტული ბიზნესის “გეფას” მინორიტარი აქციონერებისგან წილის გამოსყიდვას", - წერს EBRD.

2020 წლის მაისში, პანდემიასთან გამკლავებისთვის EBRD-მა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს $25 მილიონი გამოუყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები