მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 6.8%-მდე ზრდის

კაკაურიძე

მთავრობა 2026 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 6.8%-მდე ზრდის - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მედიასთან განაცხადა.

გიორგი კაკაურიძე გამოეხმაურა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუმჯობესებას და თქვა, რომ პროგნოზს ფინანსთა სამინისტროც გადახედავს. ახალი ნიშნული 6.8% იქნება.

"თუ შევხედავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს, ყველა მათგანმა ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაზარდა. ბოლოს იყო მსოფლიო ბანკი, რომელმაც წინა 5%-იანი პროგნოზი და 7%-მდე გაზარდა. თუმცა პროგნოზს გადახედა და 6.5%-მდე გაზარდა პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ასევე, ამავე მაჩვენებელზეა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაც. შესაბამისად, ეს პროგნოზები სრულ თანხვედრაშია იმ მონაცემებთან, რაც წარმოდგენილია 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში. 2026 წლის მონაცემებით, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ზრდის პროგნოზი 6.8%-ია და ვფიქრობ, ეს ის რეალისტური პროგნოზია, რაც წლის ბოლოსთვის გვექნება. შესაძლებელია უფრო მაღალიც იყოს, თუმცა ბიუჯეტს 6.8%-იან პროგნოზზე ვგეგმავთ", - თქვა კაკაურიძემ.

აღსანიშნავია, რომ 7 სექტემბერს გიორგი კაკაურიძე ბიუჯეტის 6 თვის შესრულების წარდგენისას ამბობდა, რომ რეალური ზრდა წელს 6.5-7% იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები