მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD "თიბისისთვის" $30-მილიონიანი სუბორდინირებული სესხის გამოყოფას განიხილავს

EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) “თიბისი ბანკს” $30 მილიონი დოლარის სუბორდინირებული სესხს გამოყოფის შესაძლებლობას განიხილავს - ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული. EBRD-ის თანახმად აღნიშნული თანხა ბანკის კაპიტალის სტრუქტურის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს, ხოლო თავად "თიბისი" აიღებს ვალდებულებას "პარიზის მიზნების" შესაბამისი ტრანზიცია განახორციელოს. 

“პროექტი საქართველოს სისტემური ბანკის და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამსესხებლის კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზებას და მისი გამძლეობის ზრდას შეუწყობს ხელს. შედეგად, ბანკს დაკრედიტების მხრივ საკუთარი პორტფელის გაფართოება შეეძლება.

პროექტის ფარგლებში TBC იქნება კავკასიის რეგიონში პირველი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც დანერგავს პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზნების შესაბამისად, მწვანე ტრანზიციის მრავალწლიან გეგმას,”- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

EBRD-ის თანახმად, EBRD აღნიშნული პროცესის შეფასებას მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით მოახდენს.

EBRD-ის ვებგვერდის მიხედვით, პროექტის თაობაზე ბანკი 2023 წლის 12 სექტემბერს იმსჯელებს.