მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ECB: ტრამპმა ეკონომიკაში პანდემიაზე დიდი გაურკვევლობა შემოიტანა

ტრამპი ტარიფები

ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასებით, დონალდ ტრამპმა გლობალურ გეოპოლიტიკაში და ეკონომიკაში იმაზე დიდი გაურკვევლობა შემოიტანა, ვიდრე პანდემიამ. როგორც ECB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ლუის დე გინდოსმა Sunday Times-თან განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მულტილატერალურ სისტემას ძირს უთხრის, რაც დიდი კულტურული და აზროვნებითი ცვლილებაა, რომელიც გაურკვევლობას წარმოშობს.

ამ მხრივ, დე გინდოსი, უმეტესწილად, სატარიფო ომს გულისხმობს, რომლის გამო ქვეყნები ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პროგნოზებს გადახედავენ. პროგნოზის თანახმად, ევროზონის ეკონომიკა წელს 0.9%-ით გაიზრდება, მაგრამ ზუსტი პროგნოზის გასაკეთებლად ვითარება ჯერაც გაურკვეველია. ევროზონაში რეალური ხელფასები იზრდება და ინფლაცია მცირდება, რასაც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ახლავს თან, მაგრამ მოხმარება არ იზრდება, რაც ECB-ის ინტერვენციებს მეტად არაპროგნოზირებადს ხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები