მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Eco House Hotel-ი 100%-ით დატვირთულია" - როგორ მუშაობს, ბორჯომში, სოფელ სადგერში მდებარე სასტუმრო

Eco House Hotel

„აგვისტოს ბოლომდე სრულად დაჯავშნილები ვართ“ - ზაფხულის სეზონს BM.GE-სთან ბორჯომში, სოფელ სადგერში მდებარე სასტუმრო, Eco House Hotel-ის დამფუძნებელი, ლევან ზოდელავა აფასებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონზე მათ კოტეჯებში ადგილები აღარ არის.

მისი ინფორმაციით, ტურისტული ობიექტი, რომელიც უკვე 2 წელია ბაზარზე ოპერირებს, 4 კოტეჯს აერთიანებს. თითო კოტეჯში კი, ჯამში 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ამბობს, კოტეჯები სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ატრიბუტით, რაც მომხმარებელს კომფორტული დასვენების შესაძლებლობას მისცემს.

ზოდელავას ცნობით, მიმდინარე სეზონზე სასტუმროს, როგორც ადგილობრივი, ასევე ტურისტებიც სტუმრობენ, რომლებიც, ძირითადად, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან არიან.

„კოტეჯი სრულად არის ყველა საჭირო ატრიბუტით აღჭურვილი, რაც დამსვენებლის კომფორტულ და სასიამოვნო დასვენებას უზრუნველყოფს. სასტუმროში 4 კოტეჯია განთავსებული და მასში დასვენების ღირებულება დამოკიდებულია თავად მომხმარებლების რაოდენობასა და სეზონზე. ამ დროისათვის, ტურისტულ ობიექტში ერთი ღამით განთავსება, ორ ადამიანზე Booking-ზე 370 ლარი ღირს.

საცხოვრებელში შედის აივანი მთის ხედებით, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, გარე სასადილო ფართი და იზოლირებული აბაზანა საშხაპით. ოთახები აღჭურვილია გათბობის საშუალებებით. სტუმრებს შეუძლიათ გარე საცურაო აუზით ისარგებლონ. ეკო სახლი ბორჯომიდან 99 მილის დაშორებით მდებარეობს. ამ სეზონზე ადგილები საერთოდ აღარ გვაქვს, 100%-ით დატვირთულები ვართ. აგვისტოს ბოლომდე ყველა კოტეჯი დაჯავშნილია“,- აცახდებს ზოდელავა.

სასტუმროს დამფუძნებლის განმარტებით, მიმდინარე წელს ახალი კოტეჯების დამატება არ იგეგმება. მათთვის პრიორიტეტი გარე სივრცის, ანუ ეზოს ტერიტორიის სრულად მოწყობაა, რისთვისაც საჭირო ინვესტიციები არ სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები