მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ედენა“ - ტრადიციული მოტივების თანამედროვე ნივთებში გაცოცხლება - ლილიანა მაისურაძე ქალების ნარატივში

ვსაუბრობთ რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებაზე, რაც დიდწილად ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების დასაქმებასა და მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზეა დამოკიდებული. ამ მიმართულებით რაჭაში, ქალაქ ონში გამორჩეულ საქმეს აკეთებს სოციალური საწარმო „ედენა“. ორგანიზაცია ტრადიციული რეწვის, კერძოდ თექის დამუშავების უძველეს ტექნოლოგიას აცოცხლებს და პარალელურად ადგილობრივ ქალებს ახალ პროფესიასა და სტაბილურ შემოსავალს აძლევს. საგულისხმოა, რომ საწარმო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და აქტიური B2B პარტნიორობა დაიწყო ადგილობრივ სასტუმროებსა და რესტორნებთან, რაც ინტერიერის გაფორმებასა და სპეციალური სტენდების მომზადებას გულისხმობს.

სტუმარი: ლილიანა მაისურაძე - “ედენა” დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები