მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ედუ “არსენალის” სპორტული დირექტორის პოსტიდან გადადგა

ედუ გადადგა არსენალიდან

ჩრდილო ლონდონური “არსენალის” აღმავლობა მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას გარდა, სპორტულ დირექტორ ედუ გასპარს ეკუთვნის, რომელმაც სხვადასხვა დროს კლუბში არაერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა. მათ შორის გამოსარჩევია მარტინ ოდეგორი და დეკლან რაისი, რომლებმაც გუნდს კვლავ უმაღლესი მიზნები დაუსახეს და ჩემპიონობისთვის მებრძოლი კლუბის ამპლუას დაუბრუნდნენ.

რამდენიმე კვირის წინ ოჯახური პრობლემების გამო ედუმ მშობლიურ ბრაზილიაში დაბრუნება ითხოვა, რის შემდეგაც სამსახურში დაბრუნების შემდეგ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

მიზეზებზე პრესაში ჯერჯერობით არაფერი იწერება, თუმცა გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მას “ნოტინგემ ფორესტის” მფლობელი ევანგელოს მარინაკისი დაუკავშირდა და შეიძლება იგივე პოზიციაზე სწორედ ნოტინგემურ გუნდში იმუშაოს.

მიკელ არტეტასთვის ასეთი კადრის დაკარგვა დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ედუ მისი ახლო მეგობარი იყო და სატრანსფერო ფანჯრებზეც ყოველთვის ერთად მუშაობდნენ.

ქტიური სპორტული კარიერის დროს ედუ “კორინთიანსში“, “არსენალსა“ და “ვალენსიაში“ ასპარეზობდა, თუმცა ყველაზე წარმატებული დრო ლონდონურ კლუბს უკავშირდება, რომელთან ერთადაც ორჯერ პრემიერ ლიგა, სამჯერ ასოციაციის თასი, ერთხელ კი ინგლისის სუპერთასი მოიგო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები