მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Educhino - ჩინური ენის სწრაფად შესწავლის ონლაინ პლატფორმა / მარიამ გამგებელი ქალების ნარატივში

მსოფლიოს მასშტაბით ჩინური ენის მცოდნე პროფესიონალებზე — განათლების, ბიზნესის, ტექნოლოგიების თუ კულტურის სფეროში მუდმივად იზრდება. ჩინეთის გლობალური გავლენის ზრდამ ჩინური ენის ცოდნა აქცია არა მხოლოდ ინტელექტუალურ გამოწვევად, არამედ პრაქტიკულ უპირატესობადაც. თუმცა ენის შესწავლა მარტივი არ არის — ტონალობა, იეროგლიფები და სრულიად განსხვავებული ლინგვისტური სტრუქტურა ხშირ შემთხვევაში სტუდენტებისთვის ერთგვარ თავგადასავლად იქცევა. ამ მოთხოვნისა და გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოში ახალი პლატფორმა შეიქმნა. საუბარია Educhino-ზე, რომელიც ჩინური ენის სწრაფად შესწავლის ონლაინ პლატფორმაა და მისი იდეა ამ პროცესის გამარტივებას ეფუძნება. ნახევარი წლის წინ ამოქმედებულ პლატფორმას უკვე ჰყავს მომხმარებლები. Educhino-ზე სწავლა ინგლისურიდან ჩინურზე მიმდინარეობს, ვინაიდან ის არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. ამ ამბავს ყველაზე მეტად გამოარჩევს ის, რომ Educhino-ს იდეის ავტორი, მოსწავლე - 15 წლის მარიამ გამგებელია.

სტუმარი: მარიამ გამგებელი - Educhino, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები