მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Edumentors-მა $2 მლნ ინვესტიცია მოიზიდა - რას გააკეთებს კომპანია?

თორნიკე

ბრიტანულ-ქართულმა ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა Edumentors-მა მსოფლიოში პირველი ადამიანის მსგავსი AI მასწავლებლის შესაქმნელად $2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

Edumentors-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ასათიანმა BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა, რას გააკეთებს Edumentors-ი მოზიდული ფულით, როგორ მოახერხებს განათლების და ტექნოლოგიების სინქრონიზაციას.

„Edumentors-ი იმისთვის შეიქმნა, რომ ბავშვებს დაეხმაროს, რომლებსაც სკოლაში რომელიმე საგანში უჭირთ ან უნდათ საუკეთესო ქულების მიღება, თავიანთი მიზნის მიღწევაში. გვყავს ბრიტანეთის ტოპ უნივერსიტეტების სტუდენტები, (კემბრიჯის, ოქსფვორდის და ა.შ) რომლებიც რეპეტიტორებად რეგისტრირდებიან და მოსწავლეებს მსოფლიოს 35 ქვეყანაში ასწავლიან. სკოლის სწავლების მეთოდი მოძველდა, ამიტომ ასობით მილიონი ბავშვია ჩამორჩენილი სასკოლო მასალას და მასწავლებლები ვერ ახერხებენ ხელახლა გაააქტიურონ ბავშვები და მათი ცნობისმოყვარეობა აღძრან.

ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ბრიტანული, მაღალი ხარისხის განათლებაზე მივცეთ წვდომა მთელ მსოფლიოს. რეპეტიტორები დღეს მხოლოდ ბრიტანეთიდან გვყავს პოტ-25 უნივერსიტეტიდან. მაგრამ მოსწავლეები, რომლებსაც ვასწავლით 35 ქვეყანაში არიან.

პირველი AI ხელსაწყო, რომელიც გავუშვით, იყო საგამოცდო ნაშრომების შემოწმება. მაგალითად რეპეტიტორს თუ სჭირდება, რომ თავის მოსწავლესთან წინა წლის საგამოცდო ნაშრომები აიღოს, დააწერინოს, შემდეგ შეაფასოს და მისცეს ინდივიდუალური რეკომენდაციები, ამას AI აკეთებს 10 წამში, როცა რეპეტიტორს 40 წუთი სჭირდებოდა.

მეორე AI ხელსაწყო, მშობელი ინფლუენსერი - ეს არის AI-ის მიერ დაგენერირებული ავატარი, რომელიც ადამიანს ჰგავს. გამოუცდელი თვალი ვერც მიხვდება, რომ ადამიანი არ არის და სხვა მშობლებს ასწავლის, როგორ დაეხმარონ თავიანთ შვილებს.

მესამე AI ხელსაწყო ახლახანს გავუშვით და რეპეტიტორებისთვის გადასამზადებელი ხელსაწყოა, სადაც AI სტუდენტს, მოსწავლეს უტარებენ გაკვეთილს ნახევარი საათი და ნახევარ საათში იღებენ უკან უკუკავშირს, თუ სად უნდა გააუმჯობესონ თავიანთი სწავლების უნარები, რა აქვთ ძლიერი მხარეები, რაზეც შეიძლება ყურადღება გაამახვილონ და ა.შ.

აღნიშნული ინვესტიციის მთავარი მიზანი ორია: 1. ჩვენ უკვე მივაგენით მოდელს, რომელიც მუშაობს, სადაც ყოველ მშობელზე რომელსაც მოვიყვანთ, როგორც მომხმარებელს კომპანია უფრო მეტ მოგებას აკეთებს, ვიდრე ამ მშობლის მოსაყვანად გვჭირდება. ამის მიზანია ეს მოდელი გაზარდოთ ანუ უფრო მეტ მშობელს მივწვდეთ. 2. არის რომ AI ხელსაწყოები შევქმნათ, რომლითაც ერთი რომ ჩვენს პროცესებს დავაავტომატურებთ", - განაცხადა თორნიკე ასათიანმა.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, მისი განმარტებით, Edumentors-ის ამბიციაა, მსოფლიოში ყველაზე დიდი და საუკეთესო ხარისხის კომპანია იყოს, ანუ რეპეტიტორების პლატფორმა.

"ამის მიღწევაში, ერთ-ერთი რაც ჩემი აზრით დაგვეხმარება არის რომ AI-ის როლი შემოვიტანოთ უფრო აქტიურად. Edumentors-მა მინდა შეძლოს რომ მაღალი ხარისხის განათლება გახადოს ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის. ამის მოხერხება ადამიანური რესურსით ძალიან რთულია, რადგან ადამიანს ანაზღაურება სჭირდება და თუ ხელოვნურ ინტელექტს ასწავლი, როგორ ასწავლოს ბავშვს და განათლება მიაწოდოს, გაცილებით დაბალი ხარჯით შეიძლება ამ ინფორმაციის მიწოდება. ასევე ენის ბარიერი ქრება რადგან AI-ის უკვე ყველა ენის მოცვის შესაძლებლობა აქვს", - განაცხადა Edumentors-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები