EFTA შეთანხმება - ქართველ ექსპორტიორებს $140 მილიონ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა მიეცათ
BM.GE
07.06.18 16:17
• 1003
უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოსა და EFTA-ს წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება სრულად ძალაშია. EFTA - ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაა, რომელიც ოთხ ქვეყანას აერთიანებს. ესენია შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი. ამ ასოციაციასთან ხელშეკრულება ქართველ მეწარმეებს 14 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე წვდომას უადვილებს.