მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეგვიპტეში საქართველოს დესპანს ქონებრივ დეკლარაციაში 20 კომპანია არ აქვს მითითებული - TI

მიხეილ თიგიშვილი

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს დესპანის პოსტს 2022 წლიდან მიხეილ თიგიშვილი იკავებს. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, ქონებრივ დეკლარაცია არ შეიცავს ინფორმაციას იმ 20 კომპანიის შესახებ, რომლებშიც თიგიშვილი და მისი მეუღლე დღემდე მონაწილეობენ აქციონერისა და დირექტორის ფორმით,

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მიხეილ თიგიშვილის მეუღლემ ნარგიზა ჭავჭანიძემ გასულ წელს 500,000 ლარის ხელფასი და დივიდენდი მიიღო, თუმცა დეკლარაციაში არაა მითითებული თუ რომელმა კომპანიებმა გასცეს შესაბამისი დივიდენდები.

მიხეილ თიგიშვილთან დაკავშირებული კომპანიები:

საიდენტიფიკაციო კოდი

კომპანიის დასახელება

სტატუსი

1

412672246

შპს თი.ემ. ენთერფრაისი

დირექტორი

2

412675626

შპს ქეი.ჯეი.ემ. ტექსტილი

დირექტორი

3

412684616

შპს Georgian Construction Industry

დირექტორი

4

412730237

სს კეი ეფ ზი

დირექტორი

5

205178760

შპს ემ ენ დი ინტერნეიშენელ

დირექტორი

6

412675957

შპს თი.ემ. საერთაშორისო კომპანია

დირექტორი

7

412682645

შპს Fresh Chemical

დირექტორი

8

440395537

შპს ეირ ჯორჯია

დირექტორი

9

212920446

შპს EL GAWAD GEORGIA

დირექტორი

10

412683760

შპს ქეი.ჯეი.ემ.ტექსტილ გრუფ

დირექტორი

11

412692732

შპს თვც საერთაშორისო ვაჭრობა TWC International Trading LLC

დირექტორი

12

204555294

შპს მმმ & გდ ჯგუფი

დირექტორი

13

205178760

შპს ემ ენ დი ინტერნეიშენელ

მეწილე

14

206334894

შპს ამჯ გრუპ

მეწილე

15

412672246

შპს თი.ემ. ენთერფრაისი

მეწილე

მიხეილ თიგიშვილის მეუღლესთან, ნარგიზა ჯინჭარაძესთან დაკავშირებული კომპანიები:

1

405003892

შპს გიზი

დირექტორი

2

405475203

შპს დეენკა პრომაინინგი

დირექტორი

3

205178760

შპს ემ ენ დი ინტერნეიშენელ

მეწილე

4

405003892

შპს გიზი

მეწილე

5

405475203

შპს დეენკა პრომაინინგი

მეწილე

"ბიზნეს რეესტრის თანახმად, მიხეილ თიგიშვილის მეუღლე ფლობს და ხელმძღვანელობს კომპანია დეენკა პრომაინინგს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით არის დაკავებული.

მიხეილ თიგიშვილის მეუღლემ, ნარგიზა ჭავჭანიძემ კომპანია “დეენკა პრომაინინგი“ 2021 წლის 29 ივლისს დაარეგისტრირა. 12 დღის შემდეგ, 2021 წლის 10 აგვისტოს, სსიპ “მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“ ამ კომპანიას 3-წლიანი ლიცენზია მისცა, რის საფუძველზეც ლიცენზიანტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე 111,440 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება ჰქონდა.

საქართველოს მთავრობამ, 2024 წლის 4 ივნისის #803 განკარგულებით, შპს “დეენკა პრომაინინგს“ 48%-ით, 165,000 კუბურ მეტრამდე გაუზარდა მოსაპოვებელი ქვიშა-ხრეშის თავდაპირველი მოცულობა, რის სანაცვლოდაც მან ბიუჯეტში საბოლოო ჯამში 236,739 ლარი უნდა გადაიხადოს.

ხსენებული დაზიანებული ხიდის მოსაწყობად ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს 958,325 ლარი დახარჯა, რაც დუმბაძეების უბანში მცხოვრები მოსახლეობის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ თიგიშვილი მისი მეუღლის კომპანიის მიერ ლიცენზიის მოპოვების დროს მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის ქვეყნების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2022 წლიდან დღემდე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია.

კავშირები საგარეჯოს თავისუფალი ეკონომიკური ზონის მომწყობ კომპანიასთან

თიგიშვილებთანაა დაკავშირებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში (ყოფილი ბოგდანოვკა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად მთავრობის მიერ შერჩეული კომპანია “ასი გრუპ ჯორჯია”, რომლის 20% წილს დესპანის შვილი, დურმიშხან თიგიშვილი ფლობს,

მთავრობის 2022 წლის დადგენილებით, სწორედ ამ კომპანიას დაევალა 1,117,450 კვ/მ-ზე საბაჟო-გამშვები პუნქტებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მთავრობამ ზონის მოწყობის ვადა 2023 წელს 1 წლით გადაიწია,”- ნათქვამია TI საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2024 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნდა განკარგულება, რომლითაც აღნიშნული თიზ-ის მოწყობის ვადამ 2026 წლის 1 მარტამდე გადაიწია.

BMG-იმ TI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა საქართველოს საელჩოს ეგვიპტეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები