რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ინფორმაციით, ეგვიპტის დედაქალაქში, შესაძლოა, აფხაზური კულტურის ცენტრი გაიხსნას. როგორც ის წერს, კაიროში ცენტრის გახსნის შესაძლებლობაზე საუბარი "რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა", ვადიმ ხარაზიამ და ეგვიპტეში რუსეთის ელჩმა, გეორგ ბორისენკომ განიხილეს.
ამასთან, Sputnik-ის ინფორმაციით, "მხარეებმა" რუსეთის საელჩოს დახმარებით, სამომავლოდ, ეგვიპტეში მცხოვრები აფხაზებისთვის სატრანზიტო ვიზების აღების შესაძლებლობის საკითხზეც ისაუბრეს.
ცნობისთვის, აფხაზური კულტურის ცენტრი 2018 წელს, თურქეთშიც გაიხსნა.