მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეგვიპტის მიმართულებას ფაქტობრივად არცერთ სეზონზე ჩავარდნა არ აქვს" - Check in travel

ეგვიპტე

ისრაელისა და ჰამასის კონფლიქტი გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა აღნიშნული 2025 წლამდე გაგრძელდეს. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ ქვეყნების სიახლოვეს დასვენება.

როგორც Check in travel-ის დირექტორმა, ლევან ოსეფაიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა, კონფლიქტის დაწყების პერიოდში, არაერთი ჯავშანი და ფრენა გაუქმდა. თუმცა, წელს, ჯავშნები უკვე აქტიურად მიმდინარეობს და დასვენებისთვის მშვიდი და წყნარი ადგილია.

"ეგვიპტის მიმართულება კვლავ უპირობო ლიდერია და არცერთ სეზონზე ფაქტობრივად ჩავარდნა არ აქვს. როდესაც ისრაელსა და ჰამასს შორის დაპირისპირება პირველად დაფიქსირდა, მაშინ აქტიურად დაიწყო ჯავშნების გაუქმება. რაღაც პერიოდი ფრენებიც შეჩერებული იყო. თუმცა, ახლა ამ კუთხით ძალიან მშვიდი და წყნარი გარემოა. გვქონდა ინფოტურიც. როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება, თავად ქვეყნიდანვე მოდის ინფორმაციები, რომ შეწყდეს ფრენები. თუმცა, მსგავსი არაფერი არ ხდება. პირიქით, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ჯავშნები.

ეგვიპტის მიმართულებით, აუცილებლად 1 -კვირიანი საგზური გამოდის, რადგან ფრენა მხოლოდ კვირაში ერთხელ ხდება. საშუალო ღირებულება, 1100-1200 ლარიდან იწყება და ფასები სასტუმროს ტიპსა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ეს არის სრული პაკეტი, კვებით", - განაცხადა ოსეფაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები