ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს.
ეგზიტპოლების შედეგებით - რომლებიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა - მერცის ბლოკს აქვს ხმების 28.5-29%, ხოლო "ალეტარნატივას გერმანიისთვის", იგივე AfD-ს, ხმების 19.5-20%, რაც 2021 წლის შედეგის დაახლოებით გაორმაგებაა.
შოლცის სოციალ-დემოკრატებს აქვთ 16-16.5%, რაც ბევრად ნაკლებია წინა არჩევნებთან შედარებით. გარემოს დამცველ მწვანეებს - რომლებიც კოალიციურ მთავრობაში პარტნიორებად რჩებოდნენ მას მერე, რაც ნოემბერში დაიშალა შოლცის სამი პარტიისგან შემდგარი კოალიცია - 13.5%.
შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.




























