მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EIB და "ლიბერთი ბანკი" - 15 მილიონი ევროს სესხი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება

BM.GE
17.12.19 18:35
843
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ლიბერთი ბანკს 15 მლნ ევროს სესხი დაუმტკიცა, მხარეებს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. თანხა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას მოხმარდება. სესხი საშუალებას მისცემს ლიბერთის გააგრძელოს საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება გაუმჯობესებული პირობებით. ბანკი ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას EIB სატრასტო ფონდიდან საკრედიტო მომსახურებისა და პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები