მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EIB საბერძნეთსა და კვიპროსში ელექტრომობილების დამტენი პუნქტების მოსაწყობად €17.5 მილიონს გამოყოფს

eib

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 17.5 მილიონ ევროს გამოყოფს ბერძნული კომპანია Joltie-ის მხარდასაჭერად, საბერძნეთისა და კვიპროსის მასშტაბით ელექტრომობილების დამტენი ქსელის გაფართოებისთვის.

კერძოდ, დაფინანსება, რომელიც InvestEU პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, მიზნად ისახავს 2029 წლამდე 2 200 დამტენი პუნქტის აშენებას და რეგიონში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის განვითარებას.

სანდო დასამუხტი სადგურების ქსელის განვითარებით, პროექტის მიზანია, საგზაო ტრანსპორტის სექტორის დეკარბონიზაცია, სათბურის აირების ემისიების შემცირება და მდგრად მობილობაზე ტრანზიციის ხელშეწყობა. შესაბამისად, Joltie-ის პროექტი ზუსტ თანხვედრაშია ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტ, InvestEU-ს მიზნებთან, რომლებიც ევროპის მწვანე ტრანზიციის ნაწილია.

Joltie 2022 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც საბერძნეთში დამონტაჟებული დამტენი სადგურების ⅓-ზეა პასუხისმგებელი და 500-მდე ასეთ პუნქტს მართავს. ბანკის დაფინანსებით, კომპანია გეგმავს, რომ ქსელი ისეთ ქალაქებსა და დასახლებებში გააფართოონ, რომლებიც ცივილიზაციას მოშორებულები არიან და აქამდე მსგავსი ინფრასტრუქტურის აშენების საშუალება არ მისცემიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები