მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეიფელის კოშკის კოსმეტიკური რესტავრირებისთვის 60 მლნ ევროს დახარჯვა იგეგმება - CNN

62c47dd414eca
ალა ისპირიანი
06.07.22 01:00
1080
ეიფელის კოშკი დაჟანგულია და მასშტაბურ შეკეთებას საჭიროებს. ინფორმაციას CNN ფრანგული ჟურნალის Marianne-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეიფელის კოშკს 60 მილიონი ევროს ღირებულების კოსმეტიკური შეღებვა 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წინ ჩაუტარდება, თუმცა როგორც აცხადებენ, მას გაცილებით მასშტაბური რესტავრაცია სჭირდება.

324 მეტრის სიმაღლის კოშკი, რომელიც გუსტავ ეიფელმა მე-19 საუკუნის ბოლოს ააშენა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მონახულებულ ტურისტულ ადგილებს შორისაა და ყოველწლიურად ექვს მილიონ ვიზიტორს სტუმრობს.

„გუსტავ ეიფელს რომ მოენახულებინა ეს ადგილი, გულის შეტევას მიიღებდა“, - უთხრა Marianne-ს კოშკის ერთ-ერთმა მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები