მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე I საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, კოსმოსის საერთაშორისო სამიტი პარიზში, 9–10 სექტემბერს გაიმართება. მასში 120 ქვეყნიდან 2 000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტზე, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია, მთავარი განსახილველი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელსაც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად მართავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები