მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკრონმა ევროკავშირს 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა შესთავაზა

EPC-ის მე-8 სამიტი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის მასშტაბით 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვის ინიციატივა ოფიციალურად წამოაყენა. როგორც ირკვევა, საფრანგეთის ლიდერმა შესაბამისი ინიციატივით ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა.

დოკუმენტში მაკრონმა განმარტა, რომ ახალი ევროპული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე 15 წლამდე პირებისთვის პლატფორმებზე წვდომის ერთიანი აკრძალვა უნდა დაწესდეს. ფრანგი პოლიტიკოსის შეფასებით, საკითხის მოგვარება ევროპულ დონეზე ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნასა და წესების სრულ ჰარმონიზაციას საჭიროებს.

მაკრონის ხედვით, დაგეგმილი შეზღუდვები სამართლებრივად უფრო მკაფიოდ უნდა დარეგულირდეს. მისი შეფასებით, ეს ინიციატივა მიზნად ევროპული ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების მოთხოვნებთან სამართლებრივი ნორმების სრულ შესაბამისობაში მოყვანას ისახავს.

შეზღუდვის დაწესების ინიციატივის წარდგენის პარალელურად, საფრანგეთის ლიდერმა ევროპულ კანონმდებლობაში სოციალური პლატფორმების მიჯაჭვულობის გამომწვევი ფუნქციების გამოვლენისა და მათი რეგულირების მექანიზმების შექმნის მოთხოვნაც დააყენა და სოციალური ქსელებისთვის უსაფრთხოების სტანდარტული მოთხოვნების განსაზღვრის, მათ შორის პლატფორმებით სარგებლობის ხანგრძლივობის შეზღუდვის ინიციატივა წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები