მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საწვავის ფასებს გაუსაძლისი უწოდა

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მკვეთრ გაძვირებას "გაუსაძლისი" უწოდა. სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფოს მეთაურმა მთავრობას საწვავის კრიზისის დასაძლევად ყველა შესაძლო ზომის მიღება დაავალა. მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვაო გზების ბლოკადას მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე პირდაპირი გავლენა აქვს. მისი შეფასებით, ფრანგი მოქალაქეები გრძნობენ შექმნილ წნეხს იმ ავტოგასამართ სადგურებზე, სადაც საწვავის ტარიფები "გაუსაძლის ზღვრამდე" გაიზარდა.

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი როლან ლესკიური მაკრონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნავთობზე მაღალი ფასები უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით დიზელის ფასმა ერთ ლიტრზე €2.30-ს გადააჭარბა, ხოლო ბენზინის ღირებულებამ €2.20-ს მიაღწია. ეს მონაცემები კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით საშუალოდ 30%-იან მატებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ფასი უკვე ერთ ლიტრზე €3.00-საც კი უახლოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები