პარიზში, ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ. BBC-ის ცნობით, გაფიცვის მონაწილეები ეიფელის კოშკის მართვის მოქმედ მეთოდებს აპროტესტებენ.
მემარცხენე პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეიფელის კოშკს ისეთი ბიზნეს მოდელით მართავენ, რომელიც ზედმეტად ამბიციური და გაუმართლებელია.
მათი განმარტებით, ეს მოდელი დაფუძნებულია მომავალი დამთვალიერებლების არასწორად გათვლილ რაოდენობასა და ხარჯების არასწორ გათვლაზე.
თანამშრომლებმა გაფიცვის თარიღად 27 დეკემბერი საგანგებოდ აირჩიეს, რადგან 100 წლის წინ სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა კოშკის შემქმნელი გუსტავ ეიფელი.