მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეივონ საქართველო“: გაყიდვების ზრდის დინამიკა ფიქსირდება

5eeba8c0317c1
ნუცა ბაზლიძე
18.06.20 23:30
901
„ეივონ საქართველოს“ დირექტორმა ანა ცხადაძემ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში განმარტა, თუ როგორ გადაეწყო კომპანია საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ის აღნიშნავს, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება გამარტივებული ონლაინ რეალიზაციისა და მთელი საქართველოს მასშტაბით მიტანის სერვისის ფუნქციონირება იყო.

სწორედ ამ 2 ფაქტორს უკავშირებს ანა ცხადაძე იმას, რომ კომპანიამ მოთხოვნა შეინარჩუნა.

„დღეს უკვე ვუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომელიც იყო კოვიდამდე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გაყიდვების ზრდის დინამიკაც ფიქსირდება“, - აღნიშნავს ანა ცხადაძე.

მისივე განმარტებით, კომპანიამ მოახერხა და შეინარჩუნა 1000-ზე მეტი ქალი თანამშრომელი. როგორც ანა ცხადაძე აღნიშნავს, კომპანიის თანამშრომელთა ფაქტობრივად 90%-ზე მეტი დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე გადავიდა და ამ დრომდე, ასეთი პრინციპით აგრძელებენ მოქმედებას.

„ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ და შემოვიტანეთ ახალი პროდუქტები, მათ შორის, სადეზინფექციო საშუალებები“, - განმარტავს ანა ცხადაძე.

ამასთან, როგორც „ეივონ საქართველოს“ დირექტორი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის თვითღირებულება ვალუტის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე გაიზარდა, კომპანია პროდუქციაზე ფასებს ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები