მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეჯაილი აქ და ახლა - ინგა ყელაურაძე საქმიან დილაში

BM.GE
09.06.20 09:22
1452
პანდემიურ რეალობაში ბიზნესების მოკითხვის პარალურად გამოჩნდა ისეთი დიდი კომპანიები, რომელთა დასაქმებულთა მოცულობაც 5, 6, 7 ათას ადამიანს აჭარბებს, გადაწყობილ სისტემაში ეჯაილის სისტემით მუშაობის უნარებს ყველაზე კარგად ადაპტაციის უნარებს ავლენდნენ. ორი წლის წინ ჩვენს რეალობაში ვინმესთვის რომ გეკითხათ რას ნიშნავს ეჯაილი, პასუხი თუნდაც ზედაპირული რთულად საპოვნელი იყო. არადა ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს გამოიყენო ის ყველა ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც კომპანიაში არის აქ და ახლა. ამ მეთოდით მუშაობისას, საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლები, რომლებიც ერთი და იგივე ამოცანაზე ფოკუსირდებიან. თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია 2019 წელს დაიწყო და ახლა, ერთი წლის თავზე ამ პრინციპით სათავო ოფისის ძირითადი ნაწილი და სრულად IT მიმართულება მუშაობს. ერთი წელი ეჯაილ სისტემის ამუშავებიდან, გამოცდილება და ბენეფიტები ისეთი საგამოცდო პერიოდისას როგორიც პანდემია იყო ცხადია კიდევ უფრო საინტერესოა.


სტუმარი: ინგა ყელაურაძე - თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები