მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს - მედია

სს

"ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი შაჰინ შიხლინსკი დააკავეს" - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მიდიან შიხლინსკის მანქანასთან, ამტვრევენ მანქანის მინებს და შემდეგ აკავებენ.

შიხლინსკის შვილის თქმით, დაკავებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აწარმოებდა.

რუსეთს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები