მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს? - სტატისტიკა

საწვავი

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ უცხოეთიდან 967 მილიონი დოლარის ღირებულების 1.05 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, რაც თანხობრივად წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.7%-ით, რაოდენობრივად კი 8.7%-ით მეტია.

2025 წლის პირველ 7 თვეში ქვეყანაში 729 მილიონი დოლარის ღირებულების 970 ათასი ტონა საწვავი იყო იმპორტირებული.

ამასთან, იმპორტის ზრდა რაოდენობრივზე მეტად თანხობრივ ნაწილშია. შესაბამისად, 2026 წლის იანვარ-ივლისში საწვავის საშუალო იმპორტის ღირებულება დაახლოებით 917 დოლარს შეადგენდა ერთ ტონაზე, მაშინ როდესაც 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 751 დოლარი იყო.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი საწვავი საქართველომ კვლავ რუსეთიდან შეიძინა. 2026 წლის 7 თვეში რუსეთიდან 292 მილიონი დოლარის ღირებულების 392.8 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოვიდა. თანხობრივად, რუსეთის წილი მთლიან იმპორტში დაახლოებით 30%-ია, ხოლო იმპორტირებული მოცულობის მიხედვით - 37%.

თუმცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საწვავის იმპორტი 10.7%-ით შემცირდა.

რუსეთის შემდეგ იმპორტში მეორე ადგილს თურქეთი იკავებს - 135 მილიონი დოლარით. თურქეთიდან 2026 წლის იანვარ-ივლისში 112.5 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 153.9%-იანი ზრდაა.

მესამე პოზიციაზე რუმინეთია, საიდანაც საქართველომ 131 მილიონი დოლარის ღირებულების 139.4 ათასი ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად, რუმინეთიდან იმპორტი 1.4%-ით არის შემცირებული.

მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტიც. 2026 წლის 7 თვეში აზერბაიჯანიდან 88 მილიონი დოლარის ღირებულების 90.1 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 131.1%-იანი ზრდაა.

ყველაზე მკვეთრი ზრდა კი ბელარუსიდან იმპორტში ფიქსირდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბელარუსიდან 56 მილიონი დოლარის ღირებულების 56.2 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3504.3%-ით მეტია.

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ნავთობპროდუქტები შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:

  1. რუსეთი: $292 მილიონი | 392,841 ტონა | 10.7%-იანი კლება
  2. თურქეთი: $135 მილიონი | 112,529 ტონა | 153.9%-იანი ზრდა
  3. რუმინეთი: $131 მილიონი | 139,379 ტონა | 1.4%-იანი კლება
  4. აზერბაიჯანი: $88 მილიონი | 90,135 ტონა | 131.1%-იანი ზრდა
  5. ბელარუსი: $56 მილიონი | 56,204 ტონა | 3504.3%-იანი ზრდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები