ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ დროებით ჩაიკეტება.
მისივე ინფორმაციით, "ოაზისში“, სადაც covid-ი დადასტურდა, 400-მდე ქართველი ექიმი მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება და გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება. ასევე, მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება, რათა შემდგომ ისინი შესაბამისი პროტოკოლით თვითიზოლაციასა და კარანტინში გადანაწილდნენ“, - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ: დღეს, ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ ერთ-ერთ დამსვენებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.