მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკატერინე ტიკარაძე: ამოქმედდება პორტალი, სადაც ვაქცინაციის მსურველები დარეგისტრირდებიან

606d8eab44003
ინგა მურუსიძე
07.04.21 15:30
1328
ამოქმედდება ვებპორტალი, სადაც ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირება ყველა მოქალაქეს შეეძლება. გადაწყვეტილება დღეს იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. 

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ მოქალაქეების რეგისტრაცია სამინისტროს საშუალებას მისცემს, "შემდგომი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს".

„ამოქმედდება ვებპორტალი, სადაც ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, შეეძლებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ და დააფიქსირონ ვაქცინაციის სურვილი; ასევე მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი.

პორტალზე თავმოყრილი ინფორმაცია დაგვეხმარება მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ გადავწყვიტოთ რომელი ვაქცინა შემოვიტანოთ ქვეყანაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები