ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ის საქმიანობას პარტია "ქართულ ოცნებაში" გააგრძელებს.
"სამწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან, ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია "ქართულ ოცნებაში", პოლიტსაბჭოში და აქედან გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემა", - განაცხადა მან.




























