მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკო-კორიდორის პროგრამა 2030 წლისთვის, შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოს 30% იყოს ეფექტიანად დაცული“ - მინისტრის მოადგილე

ეკო-კორიდორი
BM. GE
20.10.23 10:59
65

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ კავკასიის ეკო-კორიდორის ფონდის (ECF) II ფაზის რეგიონული საკონსულტაციო ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა გახსნა. შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში 2022-2023 წლებში მიღწეული პროგრესი განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ პროგრამის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა.

„ეკო-კორიდორების პროგრამის პირველმა ფაზამ შექმნა ლანდშაფტების მდგრადი მართვის და რეგიონული ეკონომიკის განვითარების წარმატებული პრეცედენტი; პროგრამის მეორე ფაზა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას უზრუნველყოფს. დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნა, რაც კავკასიის რეგიონში ეკოლოგიური ქსელის განვითარებას შეუწყობს ხელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას მოგვცემს, 2030 წლისთვის, საქართველოს ტერიტორიის 30% იყოს ეფექტიანად დაცული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორების, დონორების დახმარებით შევქმნათ დაცული ტერიტორიებისა და მის მიღმა არსებული ტერიტორიების კონსერვაციული ინსტრუმენტები. კავკასიის ეკო-კორიდორების ფონდი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხელს უწყობს ცოცხალი ლანდშაფტების შენარჩუნებას, დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნას და ასევე რეგიონში საკონსერვაციო ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური დახმარებით.

ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის პროგრამის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი სანადირაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების, სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოში გერმანიის საელჩოს, სომხეთში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები