მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკო-სასტუმრო, ტბა, აუზი... - როგორ განვითარდება ველნეს კურორტი "ბიოლი"?

ველნეს კურორტი

"ბიოლის" განვითარებისთვის დაგეგმილი პროექტების ჩათვლით, ველნეს კურორტში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 55 მლნ დოლარამდე გაიზრდება. ახალი ინვესტიციები „ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ განახლებისთვის გამოიყოფა. კომპანიაში ამბობენ, რომ შესაძლებელი იქნება კურორტის ტერიტორიაზე არსებული კოტეჯების მხოლოდ ერთი თვიდან ერთ წლამდე დაჯავშნა, მოკლევადიანი ვიზიტებს კი „ბიოლი“ დროებით აღარ მიიღებს.

ველნეს კურორტის განვითარების გეგმაზე BMG-სთან "ბიოლის" დამფუძნებელმა, თამაზ მჭედლიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების გამო კი 1-ელი ნოემბრიდან კურორტი ახალი რეჟიმით იმუშავებს. ბიზნესმენი განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის მიზეზად მაღალ დატვირთვას ასახელებს.

"ჩვენი მთავარი მიმართულება განვითარებაა. კურორტის ტერიტორიაზე ვგეგმავთ, ხის 60-ნომრიანი ეკო-სასტუმროს განთავსებას. ამ დრომდე სულ 13 კოტეჯი გვაქვს და ეს რაოდენობა აღარ იყო საკმარისი. უკვე საჭირო გახდა სასტუმროს დამატება. ამასთან ვგეგმავთ ტბის და აუზის განვითარებას. ვინაიდან ხარისხი პრიორიტეტია, გადავწყვიტეთ, ჯავშნების გაკეთება 1 თვიდან 1 წლამდე იქნება შესაძლებელი, რაც ადამიანებს მისცემს საშუალებას იცხოვროს დაცულ ზონაში და განათებულ ტყე-პარკში. ვფიქრობ, ეს მიმართულება საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის იქნება საინტერესო", ამბობს თამაზ მჭედლიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები