მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკა 2024 წელს 9.5%-ით გაიზარდა, დეკემბერში კი ზრდის ტემპი შენელდა;

საქართველოს ეკონომიკა შარშან 9.5%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, თვიურ ჭრილში ზრდის ტემპი შენელებულია. მშპ-ს ზრდამ დეკემბერში 6.7% შეადგინა. ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა საფინანსო და სადაზღვევო, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებს და ტრანსპორტის, ვაჭრობისა და კომუნიკაციის სექტორებს ჰქონდა. კლების ტენდენცია ისეთ დარგებში დაფიქსირდა, როგორებიცაა დამმუშავებელი მრეწველობა, რესტორნები და სასტუმროები. როგორია ეკონომიკური ზრდის შეფასებები და მოლოდინები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები