მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შესამცირებლად ძალისხმევის გაძლიერება - IMF რეკომენდაცია სახელმწიფო საწარმოებზე

საწარმო

IMF-ის მისიამ, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა საქართველოს 3 მთავარ გამოწვევას შორის დაასახელა.

პრიორიტეტად რჩება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, რაც მათგან მომდინარე ფისკალურ რისკებს შეზღუდავს და გაზრდის სახელმწიფო საწარმოთა ეფექტურობას.

მისია IV მუხლის დებულების მიხედვით პერიოდული მიმოხილვის შემაჯამებელ ანგარიშში წერს, რომ სახელმწიფო საწარმოთა რეფორმისა და განახლებადი ენერგიის განვითარების 2022 წლის ბოლოს მიღებული სტრატეგიების განუხრელი განხორციელება, ამ საწარმოთა პროდუქტიულობის ზრდისთვის, ფისკალური რისკების შესაზღუდად და სახელმწიფო საწარმოთა მფლობელობის სახელმწიფო პოლიტიკის ევროკავშირის პრინციპებთან დასაახლოებლად არის საჭირო.

სსფ-სთან შეთანხმებული და 2022 წელს მიღებული რეფორმის სტრატეგიის შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოთა შესახებ კანონმა უნდა უზრუნველყოს ფინანსთა სამინისტროსთვის ყველა იმ სათანადო უფლებამოსილების მინიჭება, რაც მას ფისკალური რისკების მონიტორინგის და აცილების, ძლიერი ზედამხედველის როლის შესასრულებლად სჭირდება. მკაცრად უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფოს აქციონერის, მარეგულირებლის და პოლიტიკის წარმართვის ფუნქციები, ინტერესთა კონფლიქტის
თავიდან აცილების მიზნით. საჭიროა გაძლიერდეს ძალისხმევა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შესამცირებლად.

ამასთან, BMG-სთან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონპროექტში ასახული არაა ის პრინციპები, რაც აღნიშნული იყო იმ სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ IMF-თან კოორდინაციით ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები