მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკაზე პარტიის კონტროლი გაძლიერდება - სი ძინპინი

6458b22fb7345
მარიამ ვარადაშვილი
08.05.23 12:31
483
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ ეკონომიკაზე პარტიის კონტროლი გაძლიერდება.

“ფინანსური და ეკონომიკური საკითხების კომისიამ უნდა გააგრძელოს ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვაში ძირითადი როლის შესრულება”, - განაცხადა მან კომისიის სხდომაზე და დასძინა, რომ პარტიის კონტროლი გააძლიერებს და გააუმჯობესებს ეკონომიკურ პოლიტიკას.

როგორც Bloomberg წერს, მას შემდეგ, რაც ის მარტში სახალხო წარმომადგენლების კრებამ მესამე ვადით აირჩია პრეზიდენტად, მან კომიტეტების შექმნა დაიწყო, რომლებმაც ზედამხედველობა უნდა გაუწიონ ყველაფერს ფინანსური ბაზრებიდან დაწყებული ტექნოლოგიებით დამთავრებული. აშშ-სთან მზარდი ესკალაციის ფონზე, სი ძინპინი მიიჩნევს, რომ ინდუსტრიული უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტად უნდა დასახელდეს, ხოლო ტექნოლოგიებში გარღვევის მისაღწევად ქვეყანამ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს.

სი ძინპინი ზედიზედ მესამე 5-წლიანი ვადით ჩინეთის მეთაური ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე გახდა. თუ მანამდე ამ თანამდებობის დაკავება შესაძლებელი იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით, საკონსტიტუციო ცვლილებით შეზღუდვა მოიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები