მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27-28 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში გაემგზავრება

64be92b461f2c
ალა ისპირიანი
24.07.23 19:00
3145
27-28 ივლისს სი ჯინპინი ჩენგდუში, 31-ე ზაფხულის ფესტივალის, FISU-ს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას და მასთან დაკავშირებულ დიპლომატიურ აქტივობებს დაესწრება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ჰუა ჩუნიინგის ცნობით, სი ჯინპინი გამართავს ღონისძიებებს უცხოელი ლიდერებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან.

უცხოელი ლიდერებს შორის, რომლებიც გახსნის ცერემონიას დაესწრებიან და ჩინეთს ეწვევიან, არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს მათი ჩამონათვალი ასეთია: 

- ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტი - ჯოკო ვიდოდო;

-მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი - მოჰამედ ულდ ჩეიხ ღაზუანი;

-ბურუნდის რესპუბლიკის პრეზიდენტი - ევარისტ ნდიშიმიე;

-გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი - ირფაან ალი;

-საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;

-ფიჯის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი - სიტივნი რაბუკა;


BMG ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა საქართველოს მთავრობას, სადაც ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები