მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ჩაიარა პეკინში სი ძინპინის და ენტონი ბლინკენის შეხვედრამ?

ძინპინი და ბლინკენი

გასულ უქმეებზე ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

დიპლომატიური შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართებოდა და მას ჩინეთის ეკონომიკის, ვაჭრობის და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

როგორც ცნობილია, მხარეები აშშ-ჩინეთის ურთიერთობის საკითხს, რუსეთ-უკრაინის ომს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს განიხილავდნენ.

სი ძინპინის განცხადებით, აშშ-ის მთავრობამ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის სიახლე პოზიტიურად უნდა მიიღოს, რადგან პეკინი ვაშინგტონის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ეკონომიკური პროგრესი ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია.

გარდა ამისა, სი ძინპინმა სანქციების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას.

მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინი კომენტარს არ ავრცელებს, თუმცა განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჩინეთი მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ტიპის პირდაპირი შეხვედრის მიზანი დიპლომატიური ურთიერთობის გაუმჯობესება და შესაძლო „გაუგებრობების“ თავიდან არიდებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები