მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის დასახმარებლად იაპონიის მთავრობა $113 მილიარდს გამოყოფს

იაპონია

რეცესიული რისკების წინაშე არსებული ეკონომიკის დასახმარებლად და ინფლაციური წნეხის დასაძლევად, იაპონიის მთავრობა 113 მილიარდი დოლარის პაკეტს გამოყოფს.

აღნიშნული თანხა საგადასახადო შეღავათებს, სუბსიდიებსა და სახელმწიფო პროგრამებს უნდა მოხმარდეს, რათა ეკონომიკური ზრდა ხელოვნურად იქნეს წახალისებული და იაპონიამ გლობალურ ასპარეზზე დაბრუნება შეძლოს.

ქვეყნის არასახარბიელო მდგომარეობაზე ყველაზე მკაფიოდ ის ფაქტი მიუთითებს, რომ IMF-ის პროგნოზით, წელს იაპონიას ეკონომიკას ზომით გერმანია გადაუსწრებს, რომელიც თავად რეცესიის ზღვარზეა.

ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება, რომელიც, თავის მხრივ, ცენტრალური ბანკის უმოქმედობით და რეფინანსირების განაკვეთის 0%-იან ნიშნულზე შენარჩუნებით არის განპირობებული.

ეკონომისტთა ნაწილი შიშობს, რომ ეს $113 მილიარდი ქვეყნის ეკონომიკაზე საპირისპირო გავლენას იქონიებს და ის ვითარების გამოსწორების ნაცვლად, ინფლაციას კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები