მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და რკინიგზის დირექტორი ლოკომოტივების ფრანგული მწარმოებლის Alstom-ის დირექტორს შეხვდნენ

ლაშა აბაშიძე თამარ იოსელიანი

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საფრანგეთის მსხვილი მანქანათმშენებელი კომპანიის „ალსტომის“ მმართველ დირექტორს დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში ჟერომ ბოიეს შეხვდნენ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს, რომლის თანახმადაც როგორც მთავრობა ასევე საქართველოს რკინიგზა ფოკუსირებული არიან რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესზე, რაც სავაგონე და ლოკომოტივების პარკის განახლებას მოიცავს.

"აღსანიშნია, რომ „ალსტომის“ მმართველ დირექტორთან შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრ ფილიპ ტაბაროსთან, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში ფრანგული კომპანიების მონაწილეობისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე,"- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გუშინ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა რკინიგზის ტექნიკურ განახლებაზე 1 მილიარდი ლარის ინვესტირებას გეგმავს.

“ვხედავთ, რომ გლობალურად ტვირთბრუნვა და ტვირთნაკადები მზარდია. ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რომ ჩვენი ტრანზიტული როლი კიდევ უფრო მეტად გამყარდეს, საქართველომ განაგრძოს იყოს კონკურენტუნარიანი ქვეყანა და კარგი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფად, მაღალი ხარისხით გადაზიდვას. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება მომდევნო წლებში ასევე 1 მლრდ ლარის ინვესტირება მოხდება “საქართველოს რკინიგზაში”, მოხდება განვითარება და დამატება მათ შორის ლოკომოტივების პარკის”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკვე დასრულებულია რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რომლის ფარგლებშიც “საქართველოს რკინიგზის” გამტარუნარიანობა გაორმაგდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები