ეკონომიკის მინისტრის შემდეგ ჩინეთში განათლების მინისტრი გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით არის წასული.
ის შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრ ჰუაი ძინპენთან.
მინისტრები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე პეკინში, სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებთან ერთად, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
მინისტრი ლანჟოუს უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას შეხვდება.
























