გამოკითხულ ეკონომისტთაგან თითქმის ყველამ (96%) აშშ-ის მიერ 95 მილიონიანი დახმარების შეჩერება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ნეგატიურად ან ძალიან ნეგატიურად შეაფასა, - ამის შესახებ PMCG-ის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს ეკონომიკური კლიმატის მიმოხილვაშია აღნიშნული.
2024 წლის ივლისში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ-მ შეაჩერა $95 მილიონიანი დახმარება, „რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას“.
„რესპონდენტები ფიქრობდნენ, რომ დახმარების შეჩერება ყველაზე ნეგატიურად იმოქმედებს უცხოური ინვესტიციების ნდობასა და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებაზე“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
ცნობისთვის: „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) პროდუქტია. ამ ბიულეტენში, რომელიც ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.
იმ ეკონომისტების რაოდენობა, რომლებსაც ეგზავნებათ კვარტალური კითხვარი შეადგენს 60-ს. გამოხმაურების დონე, შესაძლოა, მერყეობდეს კვარტალების მიხედვით.